უკრაინა პოლონეთთან საკუთარი მარცვლეულის ტრანზიტის განბლოკვის შესახებ შეთანხმდა

უკრაინა პოლონეთთან საკუთარი მარცვლეულის ტრანზიტის განბლოკვის შესახებ შეთანხმდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო ავრცელებს.

“მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ პოლონეთის ტერიტორიის გავლით უკრაინული საქონლის ტრანზიტი ოთხშაბათიდან პარასკევამდე ღამეს განიბლოკება”, - განაცხადა სვირიდენკომ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინას ესმის პოლონელი ფერმერების მდგომარეობა ისევე, როგორც პოლონურ მხარეს ესმის უკრაინელი ფერმერების მდგომარეობა, რომელთაც სირთულეები ექმნებათ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგად.

“საბოლოო ჯამში, ამ მდგომარეობის თავდაპირველი მიზეზი სწორედ რუსული აგრესიაა და ყველაფერს ვიზამთ, რათა რუსეთმა ვითარებით არ ისარგებლოს”, - განაცხადა სვირიდენკომ.

ცნობისთვის უკანასკნელ დღეებში პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი აკრძალეს. ვარშავამ კი, არა მხოლოდ იმპორტი, არამედ ტრანზიტიც აკრძალა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი