კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, 18 აპრილს, ნაძალადევის რაიონში ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ღრმაღელეს სათავე ნაგებობას, ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 18 აპრილს საღამოს 23:30 საათიდან წყალმომარაგება შეეზღუდა:ავშნის დასახლებას და ავშნის ქუჩას, ნუშის, ანტონ II-ს, მონადირის, ფირცხალავას, ძმები ჭილაშვილების და ფრანგიშვილის, მუხიანი 2-ს, გობრონიძის ქუჩა N46, მუხიანის მე-4,4ა,4ბ მიკრორაიონებს.გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, მირზაანის, წერონისის, თოდრიას, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ლოტკინის მთის, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, თმოგვის, დაისის, ღრმაღელეს, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, ბენდელიანის, უცნობ გმირთა, ვანათის, ახალ მოწამეთა, იოსელიანის, სუვოროვის, თიანეთის, ტიბაანის, მაჩხაანის, მუხრანის, ნაგომარის, ბოგვის, მახათას აღმართის, რეხის და მიმდებარე ქუჩებს, ივერთუბნის დასახლებას.
წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია დამატებით გაავრცელებს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.