იენს სტოლტენბერგი - მოკავშირეებმა უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა მიაწოდონ, რათა მან ტერიტორიების დაბრუნება შეძლოს

ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა მიაწოდონ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგმა ეს განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელებულ პენტაგონის იმ დოკუმენტზე კომენტირებისას გააკეთა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალა, შესაძლოა, მალე ამოეწუროს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარება გადამწყვეტია ტერიტორიების დასაბრუნებლად უკრაინელების დასახმარებლად.

„ვაღიარებთ უზარმაზარი რაოდენობით იარაღს, საბრძოლო მასალას, მარაგებს, რომელიც უკვე მიეწოდება უკრაინას, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელები იყვნენ ისეთ მდგომარეობაში, სადაც მათ შეუძლიათ გაათავისუფლონ, დაიბრუნონ ტერიტორიები“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ