სუდანში, შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 270-მდე გაიზარდა

სუდანში, სადაც ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს, დაღუპულთა რაოდენობა 270-მდე, დაშავებულების კი - 2 600-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სუდანის დედაქალაქ ხართუმში სროლის, აფეთქებების და სამხედრო თვითმფრინავების ხმა ისმის. გაერო-ში აცხადებენ, რომ შეიარაღებულმა პირებმა მათი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშროლმების სახლები დაარბიეს.

გუშინ მხარეები 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე შეთანხმდნენ, რომელიც ძალაში ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათზე შევიდა, მაგრამ გვიან ღამით შეთანხმება დაირღვა და შეტაკებები განახლდა.

სუდანში დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის ვერ ხერხდება შეთანხმება იმაზე, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე. სუდანს სამხედრო გენერლები მართავენ მას შემდეგ, რაც 2019 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, ავტორიტარული პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი დაამხეს.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია