რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესის ოლქზე Shahed-ის დრონებით თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 12 „კამიკაძე“ დრონიდან 10 გაანადგურეს.
„საჰაერო სარდლობის ოდესის საზენიტო- სარაკეტო ბრიგადის ჯარისკაცებმა 12 Shahed-136/131 „კამიკაძე“ დრონიდან 10 გაანადგურეს“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში.
ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა ინფრასტრუქტურის ობიექტს დაარტყეს. თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.