ივანე ჩხაიძე - Covid 19-ის ახალ შტამს თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი ახასიათებს - ვირუსული დაავადება განსაკუთრებული სიმძიმით არ გამოირჩევა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, Covid 19-ის ახალ შტამს სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი ახასიათებს.

როგორც თსსუ-ის პროფესორმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, Covid 19-ის ახალი შტამის სიმპტომებს ასევე განეკუთვნება ყელის მსუბუქი ტკივილი, თავის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, ხველა და ცემინება.

ამასთან, ივანე ჩხაიძე დასძენს, რომ მონაცემების თანახმად, Covid 19-ის ახალი შტამით მიმდინარე ვირუსული დაავადება განსაკუთრებული სიმძიმით არ გამოირჩევა და ის ჯანმოს აქტიური მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.

“კორონავირუსის ახალი ვარიანტი XBB.1.16 პირველად ინდოეთში მარტის დასაწყისში გამოჩნდა და რამდენიმე კვირის შემდეგ ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება გამოიწვია. ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, რამდენიმე შტატში ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა. ახალ ვარიანტს მეორე სახელიც აქვს Arcturus-ი, რაც ვარსკვლავის სახელია. ამ ვარიანტს “ომიკრონის” წინა ვარიანტთან შედარებით გააჩნია ერთი დამატებითი მუტაცია, რაც მის უფრო იოლ გავრცელებას განაპირობებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ეს ვარიანტი შეყვანილი ჰყავს იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია - “კორონავირუსის ვარიანტები მონიტორინგის ქვეშ”. ის სხვა 6 ვარიანტთან ერთად ჯანმოს აქტიური მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.

Arcturus-ი “ომიკრონის” ქვეჯგუფს წარმოადგენს, შესაბამისად, დაავადების მიმდინარეობა არ გამოირჩევა განსაკუთრებული სიმძიმით. მისი სიმპტომებია: ყელის მსუბუქი ტკივილი, თავის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, ხველა, ცემინება. ამასთან, აქ ერთი დამატებითი სიმპტომია, რომელიც “კორონავირუსი” სხვა მუტაციებს არ ახასიათებდათ, ეს არის კონიუნქტივიტი, ანუ თვალებიდან გამონადენის არსებობა, შეწითლება და ქავილი. ეს ამ ვარიანტისთვის უფრო დამახასიათებელია.

ჯერ არ გვაქვს მონაცემები, სადაც ნათქვამია, რომ Arcturus-ი დაავადების მწვავე მიმდინარეობას იწვევს. დაკვირვების თანახმად, “ომიკრონის” მსგავსი უნდა იყოს.

ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბოლო 1 წელში გაკეთებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა, ე.წ. ბუსტერი და მეოთხე დოზა, ე.წ. მეორე ბუსტერი მათ გარკვეული დაცვა გააჩნიათ ამ ვაქცინის წინააღმდეგ. კარგად მოგეხსენებათ, რომ ვაქცინა არ არის ხანგრძლივი დაცვის მქონე.

ახალი შტამი უკვე 29 ქვეყანაში დადასტურდა, ალბათ, საქართველოშიც გამოჩნდება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია მოგვაწვდის ინფორმაციას. შესაძლოა, Arcturus-ი უფრო სწრაფად გადამდები იყოს, მაგრამ, ჯერ არ არსებობს მონაცემები, რომ ის უფრო მძიმე დაავადებას იწვევს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ინდოეთთან ინტენსიური საჰაერო მიმოსვლა არ გვაქვს, თუმცა, საქართველოში ინდოეთის ძალიან ბევრი მოქალაქე სტუდენტი სწავლობს და შესაძლებელია, რომ ეს ვარიანტიც გამოჩნდეს საქართველოში.

აშშ-ს რამდენიმე შტატში უკვე დაფიქსირდა ამ ვარიანტით განპირობებული შემთხვევების მატება. მსოფლიოს არაერთი ქვეყანა აფიქსირებს, რომ შემთხვევების მატება ახალი მუტაციით არის განპირობებული”, - აღნიშნა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი - Arcturus-ი, იგივე XBB.1.16 გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, Covid 19-ის ახალი შტამი უკვე 29 ქვეყანაში დადასტურდა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის