2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 84 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული

2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 84 142 შემთხვევაა რეგისტრირებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

რაც შეეხება ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთა ასაკობრივ კატეგორიას, 2021 წლის მონაცემების თანახმად, 0-დან 15 წლამდე ბავშვებში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 4 392 შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო 71 525 შემთხვევა 25 წელზე მეტი ასაკის პირებში ფიქსირდება, საიდანაც 38 598 კაცია, ხოლო 32 927 ქალი.

2021 წლის მონაცემების თანახმად, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება:

ორგანული ბუნების აშლილობანი, სიმპტომატურ აშლილობათა ჩათვლით - 11 684;

ფსიქოაქტიური ნივთიერებით განპირობებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი -1884;

შიზოფრენია, შიზოტიპური და ბოდვითი აშლილობანი-25 252, მათ შორის შიზოფრენია - 12961, ხანგრძლივი ბოდვითი აშლილობა- 3083;

ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობანი - 11 731.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რიგ შემთხვევებში პაციენტებს რამდენჯერმე დაუფიქსირდათ ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა, რაც სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2024
გიორგი ანთაძე - აქამდე არასოდეს დამდგარა საქართველოს სტრატეგიული პროდასავლური კურსის გადახედვის საკითხი, ისევ დადგა ხანგრძლივი ერთპარტიული მმართველობის დამყარების საფრთხე
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!