ევროკომისია მიესალმა უკრაინასა და პოლონეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტს შეეხება, თუმცა ვარშავის ცალმხრივი მოქმედება დაგმო

ევროკომისია მიესალმა უკრაინასა და პოლონეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტს შეეხება, თუმცა ოფიციალური ვარშავის ცალმხრივი მოქმედება დაგმო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეს-მდივანმა მირიამ გარსია ფერერმა პოლონური სააგენტოსთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკომისიას არ შეუცვლია თავისი დამოკიდებულება ვარშავის ცალმხრივი მოქმედებების მიუღებლობასთან დაკავშირებით.

„ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას, როგორც გამოსავლისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს. თუმცა ჩვენ არ ვცვლით ჩვენს პოზიციას, რომ ცალმხრივი მოქმედებები მიუღებელია.

სოლიდარობის მარშრუტების ძირითადი მიზანი უკრაინისთვის თავისი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ალტერნატიული გზების შეთავაზება იყო, რაც უნდა იყოს უკრაინის ეკონომიკის ფუნქციონირების გარანტია შავი ზღვის პორტების ბლოკირების პირობებში. ამიტომ მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ტრანზიტი იყოს და რომ მარცვლეული მოხვდეს იმ ქვეყნებში, სადაც ის ყველაზე მეტად ესაჭიროებათ,“- განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, უკრაინა პოლონეთთან საკუთარი მარცვლეულის ტრანზიტის განბლოკვის შესახებ შეთანხმდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო ავრცელებს.

„მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ პოლონეთის ტერიტორიის გავლით უკრაინული საქონლის ტრანზიტი ოთხშაბათიდან პარასკევამდე ღამეს განიბლოკება”, - განაცხადა სვირიდენკომ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ