რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უსახური ნაგებობების დემონტაჟთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც უსახური ნაგებობების დემონტაჟთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ეხება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ნეგატიურ კონტექსტში იყო წარმოჩენილი.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელითაც მთავრობის გადაწყვეტილება - მოხდეს უსახური, ანდა საფრთხის შემცველი ნაგებობების დემონტაჟი, რეკონსტრუქცია, აღდგენა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი.

სიუჟეტი ეფუძნება მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა დაუსაბუთებელ ვარაუდებს, არ ასახავს სახელმწიფო უწყებებისგან გამოთხოვილ, ობიექტურ ინფორმაციას და მეტიც, მასში არ იქნა გამოყენებული, სიუჟეტის მომზადების დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პასუხი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, განსაზღვრულია მოქმედებები, რომლებიც უსახურ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ეფექტიან და კანონთან შესაბამის განხორციელებას ხელს უწყობს და საუბარი იმაზე, რომ პროექტი კანონს არ შეესაბამება, რეალობას მოკლებულია.

მოცემულ ეტაპზე უკვე იდენტიფიცირებულია მუნიციპალურ, სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული შენობები, რომლებსაც რეაბილიტაცია ან დემონტაჟი სჭირდება. მათ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი ექსპერტული დასკვნების მიღების პირველი ეტაპი. სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში, დასკვნის მისაღებად, უკვე გაგზავნილია 209 ნაგებობის მონაცემები. გადაწყვეტილება თითოეული შენობის პრივატიზებასა თუ დემონტაჟზე, მიიღება დასკვნის მიხედვით. ამჟამად, ექსპერტიზის სხვადასხვა ეტაპზეა 17 შენობა. პროცესში ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის სააგენტო. განსაზღვრულია ის მოქმედებებიც, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის არა მხოლოდ ეფექტიან, არამედ კანონთან შესაბამის განხორციელებასაც.

კონკრეტულ შენობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, შესაბამის მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმება მოხდება კანონით გათვალისწინებული პროცედურებით, მათ შორის, ტენდერის, პირდაპირი შესყიდვის და სხვა გზით.

აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კანონს არ შეესაბამება, არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება”, - ნათქვამია განცხადებაში.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ