გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც თავად გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობს, კოორდინაციას კი ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი, გია მურღულია უწევს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველ სამუშაო შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა დაიწყეს მსჯელობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაზე, გრიფირების პროცესსა და სკოლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

„უახლოეს დღეებში მინისტრი სამუშაო შეხვედრას გამართავს საჯარო სკოლების მასწავლებლებთან, რომლებთანაც სკოლებში არსებულ გამოწვევებს განიხილავს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებს.

ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა