თსუ-ში ქართულ-ფრანგული საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიო მასშტაბით არსებული პრობლემის - ცენტრსა და პერიფერიებს შორის ურთიერთობის განხილვას მიეძღვნა საერთაშორისო კონფერენცია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მიმართა და ვრცლად ისაუბრა ქართულ-ფრანგული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.

„საკითხი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ენობრივი კონტექსტით განიხილეს საფრანგეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების წამყვანი ფრანკოფონული უნივერსიტეტების წარმამადგენლებმა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ამ და სხვა მიმართულებით ურთიერთობის გაძლიერებაზე, აგრეთვე, ფრანგული ენის სწავლა-სწავლების საკითხზე.

მულტიდისციპლინარულმა საერთაშორისო კონფერენციამ „ცენტრი და პერიფერია: პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ენობრივი სივრცის ადაპტაცია თანამედროვეობაში“ 18 საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები გააერთიანა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიმართა და ვრცლად ისაუბრა ქართულ-ფრანგული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.

„უნივერსიტეტში ფრანგული ენისა და ლიტერატურის სწავლება დაკავშირებულია ელისაბედ ორბელიანის, საქართველოში პირველი ქალი პროფესორის სახელთან, რომელიც უნივერსიტეტში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო დაკავშირებული ევროპულ სამყაროსთან და საუნივერსიტეტო ცხოვრება ამის ნათელი დადასტურებაა. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ხაზს უსვამს საუნივერსიტეტო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას. გვაძლევს აზრებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობას, რათა მომავალ თაობებს შევუქმნათ სტაბილური მომავალი,“- განაცხადა თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

„ბევრი ფრანგული უნივერსიტეტია კონფერენციაზე წარმოდგენილი, სადაც განიხილება მთელს მსოფლიოში არსებული სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთკავშირის შესახებ. ამასთან, კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების მდგრად განვითარებას. საჭიროა უფრო მეტი პროგრამის განხორციელება საქართველოსა და საფრანგეთს შორის, მეტი ურთიერთთანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის და სტუდენტთა მეტი მობილობა ჩვენს ორ ძალიან ახლობელ და მეგობარ ქვეყანას შორის“, - აღნიშნა საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ.

კონფერენციის ფარგლებში „ქართულ-ფრანგული ურთიერთობების ისტორიაზე“ რეჟისორ თამარ რუხაძის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. ასევე მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ორი ქვეყნის ურთიერთოებების ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა.

კონფერენცია თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრის ფრანგული ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელობისა და ლილის უნივერსიტეტის გამოყენებითი ენების ინსტიტუტის ინიციატივით ჩატარდა“, - ნათქვამია თსუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ