სამგორში, 108-ე სკოლის მოსწავლეების მიერ შემუშავებული მაკეტის მიხედვით, სკვერი მოეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობამ, თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ შემუშავებული მაკეტის საფუძველზე სკვერის მოწყობის პროექტირება დაასრულა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებისა და პროექტანტების ერთობლივად შემუშავებული გეგმის პრეზენტაცია აღნიშნულ სკოლაში გაიმართა. ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლალი კალანდაძე, სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლეები დაესწრნენ.

„ პროექტის მიხედვით, სკვერი მესამე მასივში, X კვარტალი, კორპუსი 23-ის მიმდებარედ, 3 200 კვ.მეტრის ფართობზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა ბილიკები, განათების სისტემა და ტერიტორია სრულად გამწვანდება.

აღსანიშნავია, რომ სკვერის მაკეტი მოზარდებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მათემატიკის საგანში კომპლექსური დავალების შედეგად გეომეტრიული ფიგურებისა და მათემატიკური გამოთვლების გამოყენებით შექმნეს. მოსწავლეები სკვერის განაშენიანების პროცესის ყველა ეტაპზე აქტიურად იქნებიან ჩართულნი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი