პროგრამა „სოფლის ექიმის" ხელმძღვანელი ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის სოფლის ექიმებს შეხვდა

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის პროგრამა „სოფლის ექიმის" ხელმძღვანელი მინდია ღლონტი ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის სოფლის ექიმებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმები, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების საკითხები განიხილეს.

„სოფლის ექიმის" ხელმძღვანელის განმარტებით, მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარება და მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტელემედიცინის პროგრამასაც. როგორც მინდია ღლონტმა აღნიშნა, ტელემედიცინის პორტატიული აპარატი უკვე დამონტაჟებულია გურიის რამდენიმე ამბულატორიაში. წლის ბოლომდე კი, პროექტი, ქვეყნის მასშტაბით, 50 ამბულატორიაში ამოქმედდება, რაც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინდია ღლონტმა სოფლის ექიმებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას