ხათუნა ბურკაძემ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე საჯარო ლექცია ჩაატარა

„ჯეოქეისის“ სასწავლო პროგრამის - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები“ - მორიგი კურსის ფარგლებში საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე საჯარო ლექცია ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მან ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიზნების, ამოცანებისა და სტრუქტურის შესახებ ისაუბრა. ხათუნა ბურკაძემ ნატო-ს მე-5 მუხლის საფუძველზე შექმნილი კოლექტიური თავდაცვის სისტემის პრინციპების თაობაზე ყურადღება გაამახვილა.

„ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოთა გაერთიანებებს საერთო საფრთხეებთან გამკლავების თვალსაზრისით შესაბამისი მექანიზმები გააჩნიათ. ეს კი კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის აუცილებლობას. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც გასულ წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა არაპროვოცირებულმა და უსამართლო ომმა რეგიონში გეოპოლიტიკური მოცემულობა შეცვალა.

პოლარიზაციის შემცირებით, რეფორმებითა და პროაქტიული საგარეო პოლიტიკით უნდა შევძლოთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პოლიტიკურ რუკაზე გამოკვეთა. ამ პროცესის წარმატება ქვეყნის უკეთეს მომავალს განსაზღვრავს, რადგან გულისხმობს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას ქვეყნის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარებისათვის. ამასთანავე, საქართველო საკუთარი ხმით მონაწილეობას მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის პრიორიტეტების დადგენაში, რაც საერთაშორისო არენაზე ჩვენს ქვეყანას უფრო ღირებულ სუბიექტად აქცევს.

ამ ურთულეს გარემოში თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინა ახალ ისტორიას ქმნის, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი ისეთი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბების, სადაც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები დაცული იქნება და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების ოკუპაციით, ანექსიით შეცვლის მოწმენი არ გავხდებით“,- აღნიშნა ბურკაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში