ბულგარეთმა უკრაინიდან საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა გილიბ დონევმა გააკეთა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ აკრძალვა არ შეეხება ტრანზიტულ პროდუქციას.
„ჩვენ იძულებულები ვართ, მივიღოთ ეს ეროვნული ზომა, რადგან ევროპული უწყებები ჯერ ისევ განიხილავენ ადეკვატურ ზომებს. იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელი გაიგებს ბულგარეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პოზიციას. ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის, მაგრამ ბულგარელი ფერმერების გაბანკროტება, მას ვერაფრით დაეხმარება“,- განაცხადა ბულგარეთის პრემიერმა.
ცნობისთვის, იაფი აგროპროდუქციის ექსპორტი უკრაინიდან მთელ რიგ ქვეყნებში მასობრივი საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა. ადგილობრივი ფერმერები კეტავენ გზებს, რადგან უკრაინული მარცვლეულის იმპორტის გამო მათ საკუთარი აგროპროდუქციის რეალიზება არ შეუძლიათ.
მიმდინარე წლის 15 აპრილს პოლონეთმა აკრძალა უკრაინიდან აგროპროდუქტების შეტანა, 16 აპრილს ანალოგიური გადაწყვეტილება უნგრეთმაც მიიღო.