ცესკო-ს თავმჯდომარემ საფრანგეთის ელჩთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საფრანგეთის ელჩთან შერაზ გასრისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი კალანდარიშვილმა საფრანგეთის ელჩს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო.

„ძირითადი საკითხი, რომელზეც დღეს მხარეებმა იმსჯელეს, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე 29 აპრილს დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იყო. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე წარიმართოს. მისივე თქმით, ამ არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს და ეს იქნება ერთგვარი გენერალური რეპეტიცია 2024 წლის არჩევნებისთვის. ამასთან, შესაძლებელი იქნება ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით დადებითი მხარეებისა თუ გამოწვევების გამოვლენა და შესწავლა. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, აღნიშნული მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის 2024 წელს პარლამენტის არჩევნების კიდევ უფრო მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირებისთვის.

ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო პროცესებში დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობის შესახებაც ისაუბრა. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, მათი მოსაზრებების და რეკომენდაციების გაცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩმა გამოხატა ინტერესი 2024 წლის არჩევნებზე დაკვირვებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. გიორგი კალანდარიშვილისა და შერაზ გასრის შეხვედრა დღეს საფრანგეთის საელჩოში გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო