რუსებისთვის ბახმუტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ოპერაცია გახდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
“მათთვის ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ოპერაციაა, ვინაიდან, მასზე ტექნიკის, შეიარაღების დიდი რაოდენობაა დახარჯული, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დიდწილად გაანადგურეს, და ისინი იქ უდიდეს დანაკარგებს განიცდიან. და ეს დანაკარგები რამდენჯერმე აღემატება ჩვენ დანაკარგებს”, - განაცხადა მალიარმა.
მისი თქმით, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის დაგეგმარებას დანაკარგები მინიმუმამდე დაჰყავს, იმის გათვალისწინებით, “როგორი შესაძლოა ყოფილიყო ისინი ასეთ ბრძოლებში.”
მალიარმა აღნიშნა, რომ ქუჩის ბრძოლებში მტერი უფრო სუსტია, ამიტომ “ნაცად სირიულ ტაქტიკას” იყენებს და შენობებს მთლიანად ანადგურებს.
“ფაქტობრივად შეუძლებელია ასეთ ვითარებაში მათი შეკავება. ამიტომ გარკვეულ მონაკვეთებზე, სამწუხაროდ, არის მტრის უმნიშვნელო წინსვლა”, - განაცხადა მალიარმა.