სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ენერგეტიკული კლუბის შეხვედრაზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პერსპექტივებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე თვინინგის პროექტის მხარდაჭერით დაფუძნებულ ენერგეტიკული კლუბის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპულ მომავალზე ისაუბრეს.

სემეკის ცნობით, შეხვედრაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა სემეკის წევრმა და თვინინგის პროექტის ლიდერმა, გიორგი ფანგანმა.

მან ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის, დონორი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.

„ცნობილია, რომ როგორც ევროკავშირში, ისე რეგიონში აქტიურად განიხილება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით საქართველოს ერთიან ევროპულ ქსელთან დაკავშირების საკითხი. ევროკავშირი აღნიშნულს მიიჩნევს ელექტროენერგიის წყაროების დივერსიფიცირებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად, რომლის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება საქართველოს ინტეგრირება ევროკავშირის ერთიან ელექტროენერგეტიკულ ბაზართან. ამჟამად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის შედეგებიც წლის განმავლობაში გახდება ცნობილი. მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რაც ხელს შეუწყობს პროექტის ეფექტიან განხორციელებას“,- განაცხადა გიორგი ფანგანმა.

სემეკის ინფორმაციით, ენერგეტიკული კლუბის მიზანია ხელი შეეწყოს საქართველოში ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობის გაღრმავებას. კლუბის ფარგლებში დაგეგმილი რეგულარული შეხვედრები ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს, დარგის ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს შესაძლებლობას აძლევს იმსჯელონ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი