„ჯივიპი“ ხომლელის ქუჩაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ხომლელის ქუჩა N7-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ უდრულებს და საკვანძო ჭებს მოაწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სარეაბილიტაციო სამუშაოებს 20 აპრილს დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

სარეაბილიტაცო პროექტის შედეგად სამგორის რაიონში, ხომლელის ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების აბონენტების მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

„სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში 20 აპრილს, საღამოს 22:00 საათიდან 21 აპრილის დილის 08:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - ვარკეთილის ზემო პლატოს, ხომლელის, შუამთის, თრიალეთის, აბაშვილის, კალოუბნის ქუჩებს, აეროდრომის დასახლებას, კახეთის გზატკეცილის და ქიზიყის ქუჩის ნაწილს, სამხედრო დასახლების II ქუჩას, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, ესენინის, სააკაძის, ფიროსმანის, პეტრიწის, კაკაბაძის, ბერიაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, მაისურაძის, კაკლიანის, გახოკიძის ქუჩებს, ჯავახეთის ქუჩის ნაწილს და II, III შესახვევებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ