თბილისის მერია - კალოუბნისა და წნორისწყლის ქუჩებზე 17 ივლისის ჩათვლით, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოების გამო, სამგორის რაიონში, წნორისწყლისა და კალოუბნის ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, შეზღუდვა 20 აპრილის 09:00-დან 17 ივლისის 18:00 საათამდე იმოქმედებს.

„20 აპრილიდან 7 მაისამდე გადაიკეტება წნორისწყლის ქუჩა კახეთის გზატკეცილიდან საცხენისის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მძღოლები წნორისწყლის ქუჩის გახსნილ მონაკვეთზე გადაადგილებას შეძლებენ კახეთის გზატკეცილიდან სტან სტორიმანსისა და საცხენისის ქუჩების გავლით; 8 მაისიდან 25 მაისამდე შეიზღუდება მოძრაობა წნორისწყლისა და საცხენისის ქუჩების კვეთაზე. მძღოლები კახეთის გზატკეცილის, სტან სტორიმანსის, საცხენისის, შუამთისა და გიორგი აბაშვილის ქუჩების გამოყენებით იმოძრავებენ.

სამუშაოების ფარგლებში, 26 მაისიდან 12 ივნისამდე გადაიკეტება წყორისწყლის ქუჩა, საცხენისის ქუჩიდან შუამთისა და წნორისწყლის ქუჩების კვეთის ჩათვლით. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ საცხენისის, შუამთის, თრიალეთის, კალოუბნის, გიორგი აბაშვილის ქუჩებისა და კახეთის გზატკეცილის გამოყენებით; 13 ივნისიდან 30 ივნისამდე გადაიკეტება წნორისწყლის ქუჩა. კერძოდ, შუამთისა და კალოუბნის ქუჩებს შორის არსებული საგზაო მონაკვეთი. მძღოლები შუამთის, თრიალეთისა და კალოუბნის ქუჩების საშუალებით იმოძრავებენ.

რაც შეეხება პირველიდან 17 ივლისის პერიოდს, სამუშაოები კალოუბნის ქუჩაზე, წნორისწყლის ქუჩის კვეთიდან კალოუბნის N34-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მხოლოდ ღამით, 00:00-დან 06:00 საათამდე იწარმოებს, დღის განმავლობაში კი მძღოლები გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებენ. კერძოდ, 17 ივლისის ჩათვლით, ტრანსპორტი ღამის საათებში გადაადგილდება თრიალეთის, შუამთისა და გიორგი აბაშვილის ქუჩების გამოყენებით, დღის განმავლობაში კი, დაწესდება ნაწილობრივი შეზღუდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ გზის მთლიანი მონაკვეთი არ ჩაიკეტება და მძღოლები იმოძრავებენ არსებული მარშრუტის შესაბამისად.

დასკვნით ეტაპზე, სამუშაოები კალოუბნის N34-ის მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსამდე მისასვლელ გზაზე ჩატარდება. შესაბამისად, ცენტრალურ გზებზე მოძრაობა არ შეიზღუდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი