უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მექსიკის კონგრესს მიმართავს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კონგრესის ქვედა პალატაში ვიდეო ჩართვის საშუალებით ზელენსკის სიტყვით გამოსვლა დღეისთვის არის დაგეგმილი.
მექსიკის მთავრობამ ადრე განაცხადა, რომ სურს კონფლიქტში ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს. მიუხედავად ამისა, მექსიკამ, შეერთებულ შტატებთან და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, მხარი დაუჭირა გაერო-ს არაერთ რეზოლუციას, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას აკრიტიკებენ.