საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების ახალი პროგრამის - „ტყის ინვენტარიზაციისა და ტაქსაცია“, პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა პროფესიული გადამზადების ახალი პროგრამის - „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, პრეზენტაცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლების სტუდენტებთან შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიგა ქვარცხავა, ფაკულტეტის აკადემიური პერონალი და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტებს პროფესიული გადამზადების ახალი პროგრამის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. გიგა ქვარცხავას თქმით, ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია არის გადამზადების სამთვიანი კურსი, რომლის გავლაც ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელ კურსის სტუდენტებს შეუძლიათ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი ამიერკავკასიაში ერთადერთია, სადაც სატყეო საქმე, სამივე საფეხურზე - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა, ისწავლება. ჩვენი კურსდამთავრებულების ძირითადი დამსაქმებელი ეროვნული სატყეო სააგენტოა. ჩვენი კურსდამთავრებულების აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია, სწორედ ისინი ასრულებენ საქართველოში ტყის ინვენტარიზაციის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს. ასევე, ჩვენი კურსდამთავრებულები იკავებენ ადამინისტრაციულ თანამდებობებს. ყველა, ეს იქნება უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თანამშრომლობის ფარგლებში ერთად ვზრუნავთ პროფესიონალების აღზრდაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროფესიულ გადამზადების პროგრამაზე დაიწყო ახალი პროგრამის განხორციელება, რომლის მიზანიც არის ტყის ტაქსაციის სპეციალისტების (მეტყევე-ტაქსატორი) მომზადება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, სადაც სტუდენტები სამი თვის განმავლობაში გაივლიან გადამზადების კურსებს“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიგა ქვარცხავამ.

სტუ-ის ინფორმაციით, ტყის ტაქსაციის სპეციალისტების (მეტყევე-ტაქსატორი) მომზადება|გადამზადების სასწავლო კურსს სახელმწიფო აფინანსებს. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებული მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს და დასაქმდებიან ეროვნულ სატყეო სააგენტოში.

„პროგრამა განკუთვნილია სატყეო ან/და მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებისთვის და მიმართულია, როგორც ტყესთან დაკავშირებული საბაზისო ცოდნის განმტკიცების, ასევე ტყის ინვენტარიზაციისა და ტაქსაციის საველე პირობებში განხორციელებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებისაკენ. ტყის ინვენტარიზაციის ეტაპები მოიცავს კარტოგრაფიულ მასალებთან მუშაობას, საველე პირობებში ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ მონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და კამერალურ დამუშავებას, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დანიშვნასა და დოკუმენტაციის შექმნას, მათ შორის, ინვენტარიზაციის საბოლოო პროდუქტის - ტყის მართვის გეგმის მომზადებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ პროგრამა მოიცავს, როგორც თეორიულ და პრაქტიკულ, ისე საველე სწავლებას, რომელიც ხორციელდება სატყეო სააგენტოს ტყის ფონდში. პროგრამა ხორციელდება სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით“, - აცხადებს პროფესორი გიგა ქვარცხავა.

ინფორმაციისთვის, „ტყის ინვენტარიზაციისა და ტაქსაციის“ პროფესიული გადამზადების პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოების განხორციელებას, მათ შორის: ტყეში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას, მონაცემთა შეკრებას, დამუშავებას, ელექტრონულ პროგრამაში ასახვასა და ანალიზს, მონაწილეობას მიიღებენ სატყეო ღონისძიებების (ტყითსარგებლობის, ტყის მოვლა-აღდგენის და სხვა) დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებაში ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი