განათლების მინისტრი მასწავლებლებს შეხვდება

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი 21 აპრილს, მასწავლებლებს შეხვდება. როგორც მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, შეხვედრაზე სასკოლო და ასევე, მასწავლებლების კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიხილავენ.

გიორგი ამილახვარის თქმით, მასწავლებლებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

„მე პირველივე დღეებში დავაანონსე, რომ აქტიურ კომუნიკაციას დავიწყებდი ადამიანთან, ვინც ჩართულია განათლებაში, განსაკუთრებით მასწავლებლებთან. არის რიგი საკითხები, პრობლემები, რომლებიც მასწავლებლებს აწუხებთ და დაგროვებულია. მოგვმართეს უკვე, მე პირადად მომმართეს, შესაბამისად, ამ საკითხებთან დაკავშირებით გვინდა მათთან გასაუბრება, მათი მოსმენა, თუ როგორ ხედავენ ისინი სასკოლო საკითხებთან და მათი კარიერული განვითარების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. თქვენ იცით, რომ მე მრჩევლად და კონსულტანტად მოვიწვიე გია მურღულია და ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი შევქმენით, რომელიც სწორედ ყველა იმ საკითხზე და გამოწვევაზე იმუშავებს, რომელიც დღეს აწუხებს და ადარდებს მასწავლებელს, მშობელს და ბავშვს. ეს არის მიზანი, რომ ხვალ ვხვდებით მასწავლებლებს. ეს შეხვედრები გაგრძელდება და მომდევნო კვირებში იქნება ინტენსიური, რომ მასწავლებლების რაც შეიძლება ფართო მასები მოვიცვათ,“ - განაცხადა ამილახვარმა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ