ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია Marine Shipping & Forwarding-ის ფინანსური პარტნიორია. კომპანიის საქმიანობას საკონტეინერო ტვირთების საგზაო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვები წარმოადგენს.
სახმელეთო გადაზიდვებთან დაკავშირებული მზარდი მოთხოვნის პარალელურად, ბაზისბანკის მხრიდან 100 000 ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ შეძლო ავტოპარკის გაფართოება და 4 ერთეული EURO 6-ის ტიპის სატვირთო ავტომობილის შეძენა.
ავტოსანტრანსპორტო საშუალებები ეკოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხოა, აღჭურვილია GPS სისტემით და მომხმარებელს საშუალებას აძლევს აკონტროლოს საკუთარი ტვირთის ადგილმდებარეობა, რაც მომსახურებას მეტად კომფორტულს, მოქნილსა და ხარიხიანს ხდის.
„გადაზიდვების ბიზნესში მოთხოვნის სწრაფმა ზრდამ განაპირობა ახალი გამოწვევები და ეს გახდა მთავარი სტიმული იმისა, რომ კომპანია განვითარებულიყო, განეგრძო პროგრესი და ბაზარზე შეენარჩუნებინა ლიდერი პოზიციები. ბაზისბანკთან წარმატებული პარტნიორობის შედეგად და ამ გამოცდილების გათვალიწინებით, ვიკავებთ წამყვან პოზიციებს ტვირთების გადაზიდვაში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ნდობაა - ნდობა, რომელიც ჩამოყალიბდა ურთიერთობებით, განხორციელებული პროექტებით, გულშემატკივრობით და ნებისმიერი მოთხოვნის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით.
ვთლით , რომ ვართ საიმედო პარტნიორები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება, ნაკლები დანახარჯებით და ნაკლებ დროში.“ - აღნიშნა Marine Shipping & Forwarding-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა ადამიამ.
„ბაზისბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით შეძენილი სატვირთო ავტომობილებით, კომპანია ახორციელებს სწრაფ და მარალხარისხიან სახმელეთო გადაზიდვებს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ეფექტური სტრატეგიითა და ხედვებით, MSF-ი, ბიზნესის წარმატებული ზრდისა და გაფართოების ნათელი მაგალითია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაზისბანკი ურყევად და მყარად იკავებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი ბანკის სახელს ქვეყანაში, რაც როგორც ბიზნეს სექტორის, ისე ჩვენი წარმატების საწინდარია.“ - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.
(R)