გიორგი ამილახვარმა ENQA-ს წევრების ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 19-21 აპრილს, თბილისში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის, ENQA-ს წევრების ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში საერთაშორისო ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი მისწრაფება ევროპისკენ არის უცვლელი და დღევანდელი ფორუმი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა იმისა, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცე არის დიდი ევროპული საგანმანათლებლო ოჯახის ნაწილი.

სწორედ ამის ხაზგასმაა დღეს ENQA-ს ფორუმი, რომელიც თბილისში პირველად ტარდება. აქ ჩამოსულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხარისხის სააგენტოების თითქმის ყველა ხელმძღვანელი. ვიმსჯელებთ იმ გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებაზე, რომელიც დანერგილია ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე ვისაუბრებთ იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც დღეს საქართველოს განათლების სექტორში გვაქვს,“- განაცხადა ამილახვარმა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიღწევებზეც ისაუბრა და ცენტრის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის მოპოვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ფორუმის ფარგლებში ევროპის 32 ქვეყნის წარმომადგენლები – ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეესტრის (EQAR), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, ევროპის სტუდენტთა ასოციაციის, ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები და მათი თანამშრომლები განიხილავენ ევროპული სივრცის უმაღლესი განათლების პოლიტიკასთან და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებსა და ტენდენციებს.

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) საბჭოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 25 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ENQA-ს სრული წევრის სტატუსი 5 წლის ვადით მიენიჭა. ENQA-ს შეფასებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სრულ შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან, სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) და სრულად აკმაყოფილებს ENQA-ს წევრობის ძირითად კრიტერიუმებს.

ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2021 წელს განხორციელდა. მათი შეფასებით, ცენტრის მიერ ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, რითაც საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჰარმონიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის ერთიან სტანდარტებთან და პრინციპებთან მიმართებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი