„ალდაგი“ - ვაზის დაზღვევა „ალდაგში“ ყველაზე სწრაფი ანაზღაურებით და 70%-იანი სუბსიდიით არის შესაძლებელი

ვაზის დაზღვევა სახელმწიფოს 70%-იანი სუბსიდიით არის შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სადაზღვევო კომპანია ალდაგი ამასთან დაკავშირებით ფერმერებთან აქტიურ კომუნიკაციას იწყებს და მათ დაზღვევის საუკეთესო პირობებთან ერთად ანაზღაურების უსწრაფეს სისტემას სთავაზობს.

„ფერმერებს ალდაგში სასურველი კულტურის 70%-იანი სუბსიდიით დაზღვევა და სტიქიით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება შეუძლიათ. ეს კულტურებია: : ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. დაზღვევა ისეთ გავრცელებულ რისკებს ანაზღაურებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის);

ალდაგი 2014 წლიდან ჩართულია აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა კულტურის, მათ შორის ვაზის, დაზღვევის შემთხვევაში თანხის 70%-ის სუბსიდირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს და ფერმერებს დაზღვევის რეალური ღირებულების მხოლოდ 30%-ის გადახდა უწევთ, რაც დაზღვევას საკმაოდ ხელმისაწვდომს ხდის.

ალდაგისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნეს მიმართულება აგრო დაზღვევაა და ჩვენი ნდობის მაჩვენებელი ამ მიმართულებით წლიდან წლამდე იზრდება. სახელმწიფო სუბსიდირების ახალი ინიციატივით, რომლის ფარგლებშიც მევენახე ფერმერებსაც 70%-იანი თანადაფინანსებით შეუძლიათ დაზღვევით სარგებლობა, მათ საშუალებას მისცემს ორიენტირებული იყვნენ არა დანაკარგების აღდგენაზე, არამედ წარმოების გაზრდასა და განვითარებაზე“ - აცხადებენ სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“.

მათივე ცნობით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“, აგრო დაზღვევის მიმართულებით ფერმერებისთვის 24 000 000 ლარზე მეტი აქვს ანაზღაურებული.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს