დანია, ნიდერლანდებთან ერთად, უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს, - ინფორმაციას მედია საშუალებები დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენსა და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელზე, ტროელს ლუნდ პულსენზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„საუბარია დანიის მხრიდან დიდ შემოწირულებაზე ნიდერლანდებთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, უკრაინას გადავცემთ Leopard 2-ის 14 ტანკს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი“, - განაცხადა რასმუსენმა.
ამასთან, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ტანკების მიწოდება, სავარაუდოდ, 2024 წლის დასაწყისში მოხდება.
"ეს არ არის დანიური ტანკები. ეს არის თანამშრომლობა ტანკების მიწოდებაში, რომლებიც არ არის დანიური, მაგრამ რომლებიც შეძენილია ნიდერლანდებთან თანამშრომლობით. ბედნიერები ვართ და ვამაყობთ ამით“, - შემსრულებელზე, ტროელს ლუნდ პულსენმა.
ამასთან, მისი თქმით, დანიის მიზანია 2023 წლის ბოლომდე უკრაინას მინიმუმ 80 ერთეული Leopard 1-ის ტანკი გადასცეს, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერას.