ლიბერთის საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე გრძელდება

ლიბერთი ბიზნეს და აგრო მომხმარებლებისთვის საგაზაფხულო აქციას აგრძელებს. აღნიშნული აქციის ფარგლებში, როგორც არსებულ, ასევე ახალ მომხმარებლებს, ახალ ან სხვა ბანკიდან გადმოტანილ ბიზნეს და აგრო სესხებზე, სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ.

ლიბერთის ბიზნეს და აგრო სესხების პირობები ითვალისწინებს აგრო, ინდუსტრიული თუ საოჯახო ბიზნესის საჭიროებას და სეზონურ ციკლს. გადახდის გრაფიკი ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ ბიზნესზე და მომხმარებელს აძლევს მაქსიმალურად ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს და აგრო სესხების აღება შესაძლებელია როგორც ბიზნესის გაზრდისა და მეურნეობის განვითარებისთვის, ასევე პირადი მიზნებისთვისაც – 50 000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე.

"ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერა, რისთვისაც დეტალურად ვსწავლობთ მომხმარებელთა საჭიროებებს და ვცდილობთ სწორედ ამ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შექმნას. მარტის თვიდან, მომხმარებელს შევთავაზეთ აქცია ბიზნეს და აგრო პროდუქტებზე, რომელიც მომხმარებლების აქტივობის და გასული წლის გამოცდილების მიხედვით, აპრილის ბოლომდე გრძელდება. აღნიშნული შეთავაზებით, ნებისმიერ მომხმარებელს აქვს ფინანსების ეფექტურად განკარგვის შესაძლებლობა, რაც საკუთარი ბიზნესის გაზრდაში დაეხმარება. ვფიქრობთ, ახალი შეთავაზებით ხელს შევუწყობთ ამ პროცესს, მომხმარებელი კი ქეშბექის სახით მაქსიმალურ სარგებელსაც მიიღებს, – ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

(R)

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2024
გიორგი ანთაძე - აქამდე არასოდეს დამდგარა საქართველოს სტრატეგიული პროდასავლური კურსის გადახედვის საკითხი, ისევ დადგა ხანგრძლივი ერთპარტიული მმართველობის დამყარების საფრთხე
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!