სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ახლადარჩეულ სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გრიგოლ ლილუაშვილმა ომბუდსმენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტებები გააცნო.
შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.