BTU საერთაშორისო კონკურსში „Emerging Europe“ ფინალშია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტი საერათაშორისო კონკურსის Emerging Europe Awards ფინალშია. უნივერსიტეტის პროექტი „500 ქალი ტექში“ წარდგენილია კატეგორიაში: Future-proof Education.

აღნიშნულ კატეგორიაში ნომინირებული ინსტიტუციები შეფასდნენ იმ პროექტებისა და ინიციატივების ხარისხით, რომელიც ბენეფიციარებს ციფრულ ეპოქაში, უწყვეტი განათლებისა და სწავლების საუკეთესო გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის პროექტებია წარდგენილი, გამარჯვებულების გამოვლენა კი ხმის მიცემით ხდება. ხმის მიცემა მარტივია და შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე.

500 ქალი ტექში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მასშტაბური გადამზადების პროექტია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ქალები მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტის მიზანი ტექნოლოგიების მიმართულებით ქალების გადამზადება, მათი დასაქმების ხელშეწყობა და საბოლოოდ, ტექნოლოგიების სფეროში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრაა.

მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს აღნიშნულ კონკურსში BTU-ს პროექტმა Coding School for Women ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა.

კონკურსი 2018 წლიდან იმართება და ევროპის წამყვან ინსტიტუციებს შორის 21 ნომინაციაში ასახელებს გამარჯვებულს.

(R)

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ