რომეო მიქაუტაძე - ჩვენ ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიების სექტორის დივერსიფიცირებას

ჩვენ ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორში დივერსიფიკაციის პროცესს და ამ მიმართულებით, ვნერგავთ ახალ რეგულაციას,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ტვინინგის პროექტის „მწვანე ენერგიის რეგულირება საქართველოში“ დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სრულდება მუშაობა ევროკავშირის განახლებული დირექტივის დანერგვაზე, რომელიც განსაზღვრავს განახლებადი ენერგიის სექტორის ფუნქციონირებას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალი და ბაზარზე ორიენტირებული მხარდაჭერის სქემების დანერგვას, აგრეთვე ბიოსაწვავის, ბიოსითხეებისა და ბიომასის წახალისებას. გარდა ამისა, განახლებული კანონმდებლობა მეტ შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს, თავად განავითარონ განახლებადი ენერგია საკუთარი მოხმარებისთვის,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერისთვის და ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, ქსელური სატარიფო მეთოდოლოგიის დანერგვა და სხვ. მისი შეფასებით, თვინინგის პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის განახლებადი ენერგიის რეგულირების სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვას.

სემეკში განხორციელებული პროექტი ევროკავშირმა დააფინანსა და ის მიზნად ისახავდა განახლებადი ენერგიის განვითარების პროცესის მხარდაჭერას ქვეყნის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კუთხით.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, აგრეთვე ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მულმანი.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი