ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდეს, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს შეხვდეს

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს და პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდეს, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს შეხვდეს.

„ლელოს" დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ბავშვებისთვის აუცილებელი მედიკამენტის საკითხი სწრაფად უნდა გადაიჭრას.

"ჩვენ გვინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს, რომლებიც მერამდენე დღეა ათენებენ საქართველოს კანცელარიის წინ და ითხოვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მათი შვილებისთვის. ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამოიჩინოს ელემენტარული ადამიანობა და შეხვდეს ბავშვების დედებს, რომლებიც ქარში, წვიმაში, მზეში და ყველანაირ ამინდში დგანან და ითხოვენ პრემიერთან შეხვედრას. შეხვდით ბატონო პრემიერო, დედები ითხოვენ თქვენთან შეხვედრას. მოვუწოდებთ მას დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რომ ამ ბავშვებისთვის აუცილებელი მედიკამენტის საკითხი გადაიჭრას უსწრაფესად. ამ ბავშვებს და მათ ჯანმრთელობას არ აქვთ ფუფუნების უფლება, რომ ელოდონ თვეები და წლები ამ გადაწყვეტილებას. მათ აქვთ ცოტა დრო, რომ ამ წამალმა იმუშაოს მათი ჯანმრთელობის სასარგებლოდ. უსწრაფესი გადაწყვეტილებაა საჭირო", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში