პროკურორებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, მარნეულსა და თელავში შშმ ქალებთან შეხვედრები გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მონაწილეობით, მარნეულსა და თელავში შშმ ქალებთან, ბენეფიციარებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურორებმა შეხვედრების მონაწილეებს, შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებზე, პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და არსებულ გამოწვევებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

„შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. პროკურატურის წარმომადგენლებმა შშმ ქალების ისტორიები მოისმინეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე შშმ პირთა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე შშმ პირების უფლებების დაცვას - „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე“ პროკურატურის მთავარი პრინციპია.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ჟენევაში, წელს გამართულ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 28-ე სესიაზე, შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პირველი ანგარიში განიხილეს. სესიაზე პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე მასშტაბურ კამპანიას - „არა ფემიციდს“ პოზიტიური შეფასება მიეცა და ყურადღება ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიაში შშმ ქალების მონაწილეობაზე გამახვილდა.

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პროკურატურამ საერთო ჯამში 15-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და სახელმწიფო უწყებასთან ითანამშრომლა.

საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

#არაფემიციდს #მკვლელობაისჯებამკაცრად #შეაჩერეფემიციდი #სიყვარულიარკლავს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://pog.gov.ge/news/prokurorebma-femicidis-winaaRmdeg-brZolis-kampaniis-farglebshi-marneulsa-da-Telavshi-shshm-qalebTan

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა