ლევან იოსელიანი - მთელი სახელმწიფო სტრუქტურების მობილიზებაა საჭირო, რომ ქვეყანაში ბავშვის უფლებები დაცული იყოს - მხოლოდ ომბუდსმენის ძალისხმევა ამას არ ეყოფა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მთელი სახელმწიფო სტრუქტურების მობილიზებაა საჭირო, რომ საქართველოში ბავშვის უფლებები საუკეთესო სტანდარტით დაცული იყოს და მხოლოდ ომბუდსმენის ძალისხმევა ამას არ ეყოფა.

მისივე თქმით, საქართველოში ბავშვები სოციალურ პრობლემებთან ერთად ძალადობის პრობლემების წინაშეც დგანან.

„სახალხო დამცველის აპარატში ცალკე დეპარტამენტია, რომელიც ბავშვების უფლებებზე მუშაობს, ეს ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის უფლებებთან, მათ შორის, დაწყებული სასკოლო განათლებიდან, სკოლამდელი განათლებიდან და დამთავრებული უკვე საუნივერსიტეტო მიმართულებითაც, ვგულისხმობ, განათლების ხელმისაწვდომობას.

რაც შეეხება უშუალოდ ბავშვებს, განათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად პრობლემებია, მათ შორის, მათი სოციალური მდგომარეობის ირგვლივ, ასევე, პრობლემებია ბავშვებზე ძალადობის ირგვლივ, რაც ჩვენს ანგარიში ხშირად ხდება. ვფიქრობ, რომ ამას მარტო სახალხო დამცველის ძალისხმევა არ ეყოფა და მთელი სახელმწიფო სტრუქტურების მობილიზება სჭირდება, რომ ამ ქვეყანაში ბავშვის უფლებები საუკეთესო სტანდარტით დაცული იყოს“, - განაცხადა იოსელიანმა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში