გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

მათივე ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება მომხმარებლებს ზაჰესში: ავჭალის, სვიმონ შოთაძის, პლატინის ქუჩებზე, მუხადგვერდში, გლდანში, ავჭალაში.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შუქი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთში: სტალინის, ერისთავის, არაგვისპირელის, რუსთაველის, ბესიკის, გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას, აღმაშენებლის, გოდერძი ჩოხელის და მიმდებარე ქუჩებზე.

15:00 საათიდან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში: გიორგიწმინდა, გლდანი, ნორიო, "გრუზულა ტბის" მიმდებარე და გლდანის II მასივის ტერიტორიებზე.

კომპანიის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?