ოთარ შამუგია - როგორ შეიძლება ხორბალი ვერ ჩააბარო? აქ საუბარია ფასზე, ფერმერებისთვის დღეს არსებული ფასი მისაღები არ არის - მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, საკითხი ისე გადაწყდეს, რომ პურზე ფასის მატება არ მოხდეს

როგორ შეიძლება ხორბალი ვერ ჩააბარო? აქ საუბარია ფასზე, მათთვის დღეს არსებული ფასი მისაღები არ არის - მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, რომ ეს საკითხი ისე გადაწყდეს, რომ არ მოხდეს პურზე ფასების მატება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შამუგია განმარტავს, პრიორიტეტულია, რომ პურის ფასის კლების დინამიკა შენარჩუნდეს.

„ჩვენ ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია, ხორბლის ნაწილში ფერმერებს დავეხმაროთ და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გავზარდოთ. ამ მიმართულებით კონკრეტული შედეგი გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში 60%-ით გაიზარდა ხორბლის წარმოება. მოლოდინია, რომ 2023 წლის მოსავალი კიდევ უფრო მაღალი იქნება. ეს იმ მხარდაჭერით იქნება შესაძლებელი, რომელსაც ვახორციელებთ. შარშანვე დაახლოებით 6000 ჰექტრით გაიზარდა ხორბლის სათესი ფართობი ქვეყანაში. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ. მზად ვართ, კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ჩვენს მწარმოებლებს, რომ მეტი მოსავალი, პროდუქტიულობა ჰქონდეთ.

იცით, რომ მსოფლიო ბაზარზე დიდ მწარმოებლებს ძალიან დიდი მოსავალი ჰქონდათ და ხორბლის ფასიც მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის შედეგად, წინა კვირას ვნახეთ, რომ პურის ფასიც შემცირდა. მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ეს პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს.

იმ ფერმერებს, ვისაც გარკვეული რაოდენობის პროდუქცია აქვს და ჩაბარება უწევს, ვერ დავეთანხმები, რომ ვერ აბარებენ ამ პროდუქტს. როგორ შეიძლება ხორბალი ვერ ჩააბარო? აქ საუბარია ფასზე, მათთვის დღეს არსებული ფასი მისაღები არ არის. ამ ადამიანებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, რომ ეს საკითხი გადაწყდეს ისე, რომ არ მოხდეს პურზე ფასების მატება, ეს არის უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტული. პირიქით, შევინარჩუნოთ პურის ფასის კლების დინამიკა. ასევე, ფერმერებს მივცეთ შესაძლებლობა პროდუქციის რეალიზაცია განახორციელონ. ეს უნდა განხორციელდეს იმ საბაზრო ფასების პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს არსებობს“, - აღნიშნავს შამუგია.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ