კვლევის მიხედვით, ძალიან დადებითი დინამიკაა ბავშვის აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენების შემცირების მიმართულებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ის სამედიცინო სერვისები და ხარისხიც, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეებისა და ბავშვებისთვის, უზრუნველყოფს.
„ეს არის მუშაობის და გატარებული რეფორმების შედეგი, რაც თითოეული მოქალაქისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში გამოიხატება. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად, გეოგრაფიული ბარიერები კვლევაში, თითქმის, არ ფიქსირდება“, - აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.
„კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოება ადრინდელზე უკვეთ არის ინფორმირებული ბავშვთა უფლებების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ხელისუფლების მკაცრი რეაგირება, ბავშვისა და ქალის მიმართ ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე.
კვლევის მიხედვით, 2018 წლიდან 2022 წლამდე, 66% -დან 29.4% -მდეა შემცირებული ფსიქოლოგიური აგრესიის გამოყენება; 31%-დან 4.8%-მდე შემცირდა ფიზიკური დასჯა; 5%-დან 0.1%-მდე შემცირებულია სასტიკი ფიზიკური დასჯა“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.