2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება ელექტრონულად 20 აპრილიდან 22 მაისის 18:00 საათამდეა შესაძლებელი

2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის დროს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება ელექტრონულად 20 აპრილიდან 22 მაისის 18:00 საათამდეა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, იმ დარეგისტრირებულ გამოსაცდელებს, რომელთაც 2023 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, მასწავლებლის გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე თანხა ზედმეტად გადაიხადეს, მისი დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ სპეციალური პროგრამის გამოყენებით, შემდეგ ბმულზე.

„საფასური სრულად ბრუნდება: თუ 2023 წლის გამოცდებში მონაწილეობისათვის დარეგისტირებულმა პირმა, რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე წერილობით განაცხადა უარი გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე; თუ პირმა გადაიხადა თანხა და არ გაიარა რეგისტრაცია; თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.

იმ შემთხვევაში, თუ პირმა გადაიხადა რეგისტრაციის საფასური, მაგრამ არ დარეგისტრირდა, უნდა შეავსოს ამობეჭდილი განაცხადის ფორმა და წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ განცხადებების გადმოგზავნას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eflow) გამოყენებით.

იხილეთ განაცხადის ფორმა (განაცხადის შევსებისას იმ ველების შევსება, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არ გაქვთ (მაგ.: საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის კოდი) სავალდებულო არ არის).

განცხადებას უნდა დაერთოს: გამოსაცდელის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა, ან მშობლის შემთხვევაში, არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა); ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება, აგრეთვე, ანგარიშის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. გაითვალისწინეთ, რომ თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი