უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისა და უსაფრთხოების გარანტიების თემა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღიარებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტზე „წევრობისა, უსაფრთხოების გარანტიების საკითხს“ დააყენებს
„უკრაინის მომავალი ნატო-შია. ყველა მოკავშირე თანხმდება ამაზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ალიანსის ამჟამად „უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაზეა“ ფოკუსირებული.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ივლისის სამიტზე ნატოს მოკავშირეებისგან ელის, რომ უკრაინის დახმარების პაკეტის შემდგომ გაძლიერებაზე შეთანხმებას მიაღწევენ.