ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის ქალაქ ბუჩას ეწვია.
„ღრმად შეძრული ვარ ნანახით. რუსეთის სისასტიკე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დღესაც გრძელდება და პასუხისმგებელი პირები ანგარიშვალდებულები უნდა იყვნენ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, იენს სტოლტენბერგი უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით დღეს ჩავიდა. ეს ნატო-ს გენერალური მდივნის პირველი ვიზიტია ქვეყანაში მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.