„საქპატენტი“ ევროკავშირის დახმარებით სააპელაციო სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობს

ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ თბილისში“ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან – „საქპატენტთან“ არსებული სააპელაციო პალატის საქმიანობის გაუმჯობესებას ისახავდა. მიზნად ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქპატენტი“ აქტიურად მუშაობს დავების სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტის უახლესი საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვასა და სააპელაციო პალატის მუშაობის გაუმჯობესებისათვის, რაც დადებით გავლენას მოახდენს ბიზნესისა და სამეცნიერო სფეროების განვითარებაზე, ვინაიდან, სააპელაციო პალატის საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ორივე სფეროსთან.

„ბიზნესისათვის საყურადღებოა სასაქონლო ნიშნებთან თუ დიზაინთან დაკავშირებული დავების სწრაფი და სამართლიანი გადაწყვეტა, სამეცნიერო სფეროსთვის კი – მათ მიერ შექმნილ გამოგონებებთან და სასარგებლო მოდელებთან დაკავშირებული დავების ეფექტიანი გადაწყვეტა.

მიმდინარე წლის 20 აპრილს გამართულ საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს EUIPO-ს პრაქტიკა და გამოცდილება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სააპელაციო საბჭოს მოწყობის, სტრუქტურისა და მეთოდოლოგიაში დანერგილი ძირითადი მიმართულებების შესახებ. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა EUIPO-ს სააპელაციო საბჭოს წვლილი ევროკავშირის სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის კანონის სათანადო გამოყენებაში, მათ შორის, დიდი სააპელაციო საბჭოს პროცედურული წესები, თანამიმდევრულობის ციკლი და ანგარიშები.

შეხვედრის მიმდინარეობისას განიხილეს, ასევე, „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის საქმიანობა და პროცედურული ასპექტები. ორივე მოდელის შედარებითი ანალიზისა და ძირითადი ხარვეზების დადგენის გათვალისწინებით, მომზადდა მნიშვნელოვანი წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის პრაქტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის, სოფლის განვითარების პროგრამის მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი, ასევე, EUGIPP პროექტის ხელმძღვანელი მარტინ მარიანოვი, რომელიც დისტანციურად ჩაერთო შეხვედრის მუშაობაში და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.

EUGIPP არის ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერასა და გაძლიერებას. პროექტი 2020 წლიდან მიმდინარეობს და ევროკავშირის მხრიდან მას ახორციელებს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO). პროექტის მთავარი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად