ცესკოს თავმჯდომარე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა, ამ მიმართულებით არსებული საჭიროებები და გამოწვევები, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ინსტიტუციური გაძლიერება და საარჩევნო რეფორმის აღსრულება იყო.

„გიორგი კალანდარიშვილმა განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ის წვლილი, რაც გაეროს განვითარების პროგრამას საქართველოში საარჩევნო პროცესების განვითარებაში აქვს თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მან ასევე დეტალურად ისაუბრა როგორც 29 აპრილს დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, ისე 2024 წელს დაგეგმილი პარლამენტის არჩევნებისთვის მზადებისა და სიახლეების შესახებ. მისი თქმით, 29 აპრილის არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება, რადგან საარჩევნო ადმინისტრაცია ასეთი დიდი მასშტაბით ტექნოლოგიებს პირველად იყენებს და შესაძლებელი იქნება ყველა კომპონენტზე პრაქტიკაში დაკვირვება და შესწავლა. აღნიშნული კი ხელს შეუწყობს 2024 წელს გასამართი არჩევნებისთვის მზადების პროცესს და მისცემს ადმინისტრაციას შესაძლებლობას, სხვადასხვა ჩართულ მხარესთან თანამშრომლობით, სწორად განსაზღვროს, დაგეგმოს და განახორციელოს საქმიანობები და კიდევ უფრო მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატაროს მორიგი არჩევნები. საუბარი ამავდროულად შეეხო ამომრჩევლის ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების საკითხებს'', - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კალანდარიშვილისა და საბინე მახლის შეხვედრა დღეს გაეროს წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა