კელი დეგნანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან და თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ეწვია. ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

ელჩმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან და აპარატის თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რა დროსაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და აპარატის თანამშრომლებს ჰქონდათ ელჩთან კითხვების დასმის შესაძლებლობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის მიმართულების სხვადასხვა საკითხზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ მადლობა გადაუხადა ელჩს ვიზიტისთვის, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა