Bloomberg - აშშ და პარტნიორები რუსეთში ექსპორტის სრულ აკრძალვას განიხილავენ

აშშ და პარტნიორები რუსეთში პრაქტიკულად ექსპორტის სრულ აკრძალვას განიხილავენ. წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, აღნიშნულ საკითხს G7-ის მაღალჩინოსნები მაისში იაპონიაში დაგეგმილ სამიტამდე განიხილავენ. მათ მთავარ მიზანს ინიციატივისადმი ევროკავშირის სახელმწიფოების მიერთება წარმოადგენს. ახლა წინადადება ჯერ კიდევ განიხილება და შეიძლება შეიცვალოს.

როგორც მედია წერს, მიდგომა, რომელიც ახლა განიხილება, მნიშვნელოვნად შეცვლის სასანქციო რეჟიმს - ასეთ შემთხვევაში მთლიანი ექპორტი იქნება აკრძალული, გარდა გამონაკლისებისა. ახლანდელი სასანქციო რეჟიმით კი მთლიანი ექსპორტი დაშვებულია, თუ იგი სანქციებს არ ექვემდებარება.

Bloomberg-ის წყაროს თანახმად, ექსპორტის აკრძალვა დიდი ალბათობით არ შეეხება წამლებსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, კერძოდ საკვებ პროდუქტებს.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა