აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი ხელისუფლების მხრიდან დახმარებას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
მათ დღეს მთავრობის კანცელარიაში წერილობითი მიმართვაც დატოვეს, რომ პრობლემებზე სასაუბროდ მთავრობის მეთაურთან შეხვედრა სურთ.
მშობლები მთავრობას სთხოვენ, დააფინანსოს მედიკამენტები, რომელიც აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი.