ლიეტუვის პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსებისა და ბელარუსების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.
ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის (სეიმის) ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, დოკუმენტს 99-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 7 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად სეიმის წევრების 77 ხმა იყო საკმარისი.
ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ინიციატივით გამოდიოდა, რომ ლიეტუვას რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების წინააღმდეგ თანაბარი შეზღუდვები მიეღო. კენჭისყრამდე სიტყვით გამოვიდნენ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ბელარუსული ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბელარუსების წინააღმდეგ ისეთივე მკაცრი შეზღუდვები არ უნდა იყოს, როგორც რუსების წინააღმდეგ.
კანონის მიღებული ვერსია 2024 წლის მაისამდე ლიეტუვაში რუსებისა და ბელარუსების მიერ ვიზების მიღების შესაძლებლობას და უკრაინული გრივნას შეტანასა და გატანაზე აწესებს შეზღუდვებს. ამას გარდა, რუსებს დროებით ჩამოერთმევათ უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა, ხოლო დროებით საცხოვრებელ უფლებაზე მათი განცხადებები გარკვეული დროის განმავლობაში არ იქნება მიღებული.