ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ სამართალდამცველები მუშაობენ

ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ სამართალდამცველები მუშაობენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, მას მოქალაქეებისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბიზნესცენტრში ე.წ. ქოლცენტრები იყო განთავსებული, რის შემდეგაც ცენტრის ადმინისტრაციას მიმართეს, მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიები ოპერირებდნენ ბიზნესცენტრ "ატრიუმში".

როგორც ლაშა ფარულავა განმარტავს, მათ ინფორმაცია არ მიაწოდეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ.

"გვქონდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ ბიზნეს ცენტრ "ატრიუმში" იყო, სავარაუდოდ, განთავსებული ე.წ. ქოლცენტრები. მთელი ღამის განმავლობაში აქ იყო მოძრაობები და ადგილობრივი მოქალაქეები გვეუბნებოდნენ, რომ დავინტერესებულიყავით. მოვედით და ადმინისტრაციასთან გვქონდა კომუნიკაცია ძალიან ცივილური, რომ მოეცათ ინფორმაცია, რა ტიპის კომპანიები ოპერირებენ ადგილზე. ცხადია, მათ არ მოგვაწოდეს და ჩვენ პოლიციას ჩვენი ვარაუდი გავუზიარეთ. შემდეგ პოლიცია, როგორც ჩანს, დაინტერესდა. იმედია, თუ ადგილობრივი გამოძიება ეროვნულ დონეზე არ გამოარკვევს მფარველებს, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო გამოძიება აუცილებლად გავა მფარველების კვალზე", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ამ დროისთვის დაზუსტებით უცნობია, რას უკავშირდება, სამართალდამცველების მობილიზება ბიზნეს ცენტრის შენობაში. "ინტერპრესნიუსი" აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ