ვოლოდიმირ ზელენსკი - ვემზადებით ფრონტზე აქტიური მოქმედებებისთვის: ისინი გარდაუვალია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ფრონტზე აქტიური მოქმედებებისთვის ემზადება და ეს მოქმედებები გარდაუვალია.

"უკრაინის დაცვა - ეს არის ის, რასაც მიეძღვნა მოლაპარაკებები ნატო-ს ხელმძღვანელთან იენს სტოლტენბერგთან. მთელი საერთაშორისო წესრიგის დაცვა წესების საფუძველზე. სიცოცხლის დაცვა. ჩვენ ვემზადებით „რამშტაინის“ შეხვედრისთვის და ბატონი სტოლტენბერგის პოზიცია მნიშვნელოვანია. ვემზადებით აქტიური მოქმედებებისთვის ფრონტზე: ისინი გარდაუვალია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ემზადება ვილნიუსში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის, რომელიც ზაფხულში გაიმართება.

“ვერც უკრაინელების უმრავლესობა, ვერც ევროპელების უმრავლესობა და ვერც მთელი ნატოს სივრცის მცხოვრებთა უმრავლესობა ვერ გაუგებს ალიანსის ლიდერებს, თუ ამ სამიტზე, ვილნიუსში უკრაინის ალიანსში დამსახურებული პოლიტიკური მიწვევა არ გაჟღერდა. უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილებულიყო. ძნელი სათქმელია, ვის აქვს ჩვენს მეომრებზე უფრო დიდი წვლილი შეტანილი ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. უკრაინელი კაცები და ქალები, რომლებიც თავისუფლებას იცავენ თავიანთი სიცოცხლით. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვინც ამ საქმეში გვეხმარება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ