გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ნატო-ს კარი ოდნავ გაიღო, მაგრამ ახლა გადაწყვეტილების დრო არ არის - არ შეიძლება გადაწყვეტილება მხოლოდ სოლიდარობის გამო იყოს მიღებული

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება სწრაფად ვერ მოხდება.

„ნატო-ს კარი ოდნავ გაიღო, მაგრამ ახლა გადაწყვეტილების მიღების დრო არ არის“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მხოლოდ სოლიდარობის გრძნობის გამო იყოს მიღებული და ასეთი გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს “ცივი გონებით და ცხელი გულით“ და არა პირიქით.

ბორის პისტორიუსმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს დაგეგმილ „რამშტაინის“ შეხვედრაზე უკრაინის ნატო-ში ან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში