რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-136 ტიპის 10 დრონი გამოიყენეს, მათგან 8 უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
„ღამით მტერმა Shahed-136 ტიპის დაახლოებით 10 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა (ინფორმაცია ზუსტდება), რომელთაგან 8 ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, წუხელ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, დრონებით თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა. ცნობილია, რომ პოლტავის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა.